About
ეს ექვსდღიანი ტრენინგი მოგცემს უნარს, გააცნობიერო, აღიქვა და გამოიყენო ოთხი ელემენტის ენერგიები პრაქტიკაში. თითოეული დღე დაეთმობა კონკრეტულ თემას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარება ელემენტებთან ურთიერთობის გაღრმავებაში. პირველი დღე: ელემენტების ფილოსოფია და მათი ენერგეტიკა თემები: • ოთხი ელემენტის ზოგადი მიმოხილვა (ცეცხლი, წყალი, ჰაერი, მიწა) • მათი კავშირი ადამიანის სხეულთან, ემოციებთან და ცნობიერებასთან • ელემენტთა ბალანსი და შინაგანი ჰარმონია • ენერგეტიკული ვარჯიშები ელემენტების შესაგრძნობად პრაქტიკა: ჩატარდება Googlemeet-ში • მედიტაცია ოთხივე ელემენტის ენერგიაზე • პირადი ელემენტის განსაზღვრა მეორე დღე: ჰაერის ელემენტი – ცნობიერება და ინტუიცია თემები: • ჰაერის ელემენტის თვისებები: მსუბუქი, მოძრავი, კომუნიკაციური • აზროვნების სიწმინდე და კონცენტრაცია • ინტუიცია და წინათგრძნობა • სიტყვების ძალა – მანტრები, შელოცვები, ხმოვანი ვიბრაციები პრაქტიკა:ჩატარდება Googlemeet-ში • სუნთქვითი ვარჯიშები ჰაერის ენერგიის გააქტიურებისთვის • მანტრების გამოყენება ენერგეტიკის გასაძლიერებლად • ქარის მედიტაცია (გარეთ ან წარმოსახვაში) მესამე დღე: ცეცხლის ელემენტი – ვნება და ენერგია თემები: • ცეცხლის ელემენტის ბუნება: ძალა, ტრანსფორმაცია, მოქმედება • შინაგანი ცეცხლის გაღვიძება – მიზანმიმართული ენერგია • სურვილის და ნებისყოფის გაძლიერება • მზის ენერგიასთან კავშირი პრაქტიკა:ჩატარდება Googlemeet-ში • სანთლის მედიტაცია (ფოკუსი და ენერგიის გაძლიერება) • ცეცხლის სუნთქვა – სხეულის გააქტიურება • შინაგანი ცეცხლის გაღვიძება ვიზუალიზაციის გზით მეოთხე დღე: წყლის ელემენტი – ემოციები და ინტუიცია თემები: • წყლის ელემენტის ბუნება: ემოციური, მოქნილი, განწმენდის ენერგია • ემოციების მართვა და გაწონასწორება • სითხის ენერგიის გამოყენება მაგიურ პრაქტიკაში • მთვარის ენერგია და მისი გავლენა პრაქტიკა:ჩატარდება Googlemeet-ში • წყლის ელემენტის მედიტაცია (ზღვის, მდინარის ან წვიმის ხმების გამოყენებით) • წყლის პროგრამირება სურვილის განხორციელებისთვის • ემოციური განწმენდის რიტუალი
You can also join this program via the mobile app. Go to the app