top of page

2025 წლის დამცავი თილისმა!

დამცავი შუშის ნაკრების დასამზადებლად, რომელიც უარყოფითი ენერგიისგან 

დაგიცავთ,2025 წელს შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი 

მცენარეები, რომლებიც ცნობილია მათი დამცავი 

თვისებებით:

კონკრეტული თილისმის შექმნა შეგიძლიათ 29 იანვრის ჩათვლით.

შესაძლებელია ასევე მისი

შეკვეთაც სურვილის შემთხვევაში.


მცენარეების ნაკრები:

1. ბაზილიკი – მფარველობის და სიწმინდის სიმბოლო.

2. როზმარინი – ენერგიის გაწმენდისთვის და სულიერი დაცვისთვის.

3. სალბი – აურისა და სივრცის გასაწმენდად.

4. ლავანდა – მშვიდობისა და ჰარმონიის 

დასამყარებლად.

5. პალოსანტო – ენერგეტიკული ბალანსის 

შესანარჩუნებლად.

6. ევკალიპტი – უარყოფითი ენერგიის განდევნისთვის.

7. წითელი დრაკონის ფოთლები-დამცავი ფარის შესაქმნელად.

 

დამზადების პროცესი:

სასურველია გარემო იყოს მშვიდი,

ხელი არავინ შეგიშალოთ,დაანთოთ შავი სანთელი სურნელოვანი ჩხირი ან საკმეველი,წინასწარ სარიტუალო მაგიდაზე გადააფარეთ ნებისმიერი ფერის სუფრა.არ შეასრულოთ სამუშაო გაბრაზებულმა ან აღელვებულმა,ქალბატონებმა კი მენსტრუალური ციკლის შემთხვევაში.


1. მცენარეები გააშრეთ და დანაყეთ 

ფხვნილად.

2. მოათავსეთ გამჭვირვალე შუშის ჭურჭელში.

3.დაამატეთ ჰიმალაის მარილის მცირე რაოდენობა.

4. შუშა დალუქეთ შავი სანთლის ცვილით და განათავსეთ სახლში ისეთ ადგილას, სადაც გრძნობთ, რომ ენერგეტიკული დაცვა გჭირდებათ ან 

ატარეთ თან.

რიტუალის სრულფასოვნად აქტივაციისთვის აუცილებელია შემდეგი ლოცვა!

 

ლოცვა სინათლის ენაზე:

 

ლოცვის სიტყვები შეგიძლიათ დაწეროთ 

ქაღალდზე და მოათავსოთ შუშაში ან წარმოთქვათ იგი ხმამაღლა და მშვიდი ტემბრით.ლოცვის წაკითხვა მიზანშეწონილია თარგმანის გარეშე.

 

“ნაი ლორა მინას ალეარიო,

სოლა მინტარა ინადა ტაროლეე,

ლუმინა ვირას ა ერადო,

უაროლ ნი ფარა.”

 

თარგმანი:

„მოიცვას სინათლემ ჩემი გარემო,

დამცავმა ენერგიამ დამიფაროს და 

გამაძლიეროს,,

დამიცვას ბნელისგან,

და მომიტანოს მშვიდობა.“

 

ეს ლოცვა შეგიძლიათ გაიმეოროთ 

დამზადებულ შუშაზე 7 ჯერ.


ერთი წლის შემდგომ მიზანშეწონილია შუშაში არსებული მასა დავყაროთ მიწაზე ან გავატანოთ გამდინარე წყალს.აუცილებელია მადლობა გადაუხადოთ მას გაწეული დაცვისთვის.

251 views3 comments

3 Comments

Rated 0 out of 5 stars.
No ratings yet

Add a rating
natiameskhoradze9
Dec 30, 2024
Rated 5 out of 5 stars.

არცერთს გამოვტოვებ 🥰👏

Like

Rated 5 out of 5 stars.

როგორ გადმოვწეროთ აპლიკაცია

Like

ესეიგი მე აქ დროს ენერგიას და რესურს ვხარჯავ,სრულიად უსასყიდლოდ ჯერ ხომ აპლიკაცია ვერ გადმოვაწერინე ხალხს და მეორე მოტივაციისთვის გული რომ ახატია დააწვეთ და დაალაიქოთ ხომ შეიძლება? რამდენიმე ადამიანი რომ ალაიქებს სულ მადლობა მათ♥️

Like
bottom of page