top of page

დამდეგს გილოცავთ🙏♥️


🎇🎉🎄ყოველი წლის დასასრულის შემდეგ მოდის ახალი ფურცელი სადაც ყველაფერი ახალი წერის მანერით ახალი ისტორიებითა და გამოცდილებით იწყება...

აპატიეთ საკუთარ თავს ყველა მომენტი, რომელიც სრულყოფილად ვერ შეიგრძენით, რადგან შიში და შფოთვა ხელს გიშლიდათ ცხოვრებით ტკბობაში. მომენტები, როდესაც თავს უფლებას არ აძლევდით, ყოფილიყავით ბედნიერი და ფიქრობდით, რომ არ იმსახურებდით ამას. აპატიეთ საკუთარ თავს ზედმეტი ფიქრი, თვითგანსჯა და ყველა ის სიტუაცია, როდესაც საკუთარ თავს, უბრალოდ უფლებას არ აძლევდით გემოქმედათ. აპატიეთ საკუთარ თავს, რომ არ მიეცით საშუალება ყოფილიყავით ბედნიერი.

ახლა სიხარულის ახალი შესაძლებლობების დროა

თქვენ ამას იმსახურებთ!

თქვენ ეს შეგიძლიათ !

წინ 365 დღეა იმისათვის რომ ყოველი დღე შეავსოთ სიყვარულის მომენტებით.

ვისწავლოთ წვრილმანებში ბედნიერების პოვნა და გვიყვარდეს ერთმანეთი.

დაე ყველა ბოროტების დასასრული დამდგარიყოს დედამიწაზე და სიკეთის აპოგეას ეზეიმოს კაცობრიობის ისტორიაში.

წინ ერთიანობის,თანადგომის ერთგულების,სიკეთისა და სიყვარულის წელი გველოდება მიეცით თქვენს მიზნებს ფრთის შესხმის უფლება, ნუ შეყოვნდებით გააგრძელეთ იქიდან სადაც სხვები ბევრჯერ შეჩერებულან.


🎄🎉🎇გილოცავთ დამდეგ ახალ წელს მეგობრებო და გისურვებთ ულევი სიხარულით,ბედნიერებით,ჯანის სიმრთელითა და კეთილდღეობით სავსე წელიწადს.

ერთიანობასა და გამარჯვების გზას ვუსურვებ საქართველოს🇬🇪🇬🇪🇬🇪

მიყვარხართ🙏🏻❤️🎉🎇

37 views2 comments

Recent Posts

See All

2 comentarios

Obtuvo 0 de 5 estrellas.
Aún no hay calificaciones

Agrega una calificación
Lalo Lalo
Lalo Lalo
02 ene
Obtuvo 5 de 5 estrellas.

გილოცავთ აბაგაელ და ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ახალი წლის შემობრძანებას. დაე ეს წელი ყოფილიყოს სასიკეთო ცვლილებების, მშვიდობის, კეთილდღეობის,ბარაქის და ყველა სიკეთის მომტანი თქვენთვის და ყოველი ჩვენთაგანისთვის. 🙏❤️🎇🎆🎄☃️🇬🇪🇪🇺

Me gusta

Liliana Ni
Liliana Ni
31 dic 2024

გილოცავთ ყველას

სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანი იყოს დამდეგი 2025 წელი ჩვენს ცხოვრებაში. 🥰🥰

Me gusta
bottom of page