ახალი წლის ღამის მაგიური
რიტუალი კეთილდღეობისა და
წარმატებისთვის!
სურვილების კონვერტი სიგილით
ეს რიტუალი მიზნად ისახავს კეთილდღეობისა და წარმატების ენერგიის
გააქტიურებას და ახალი წლისთვის
მიზნების მასშტაბირებას.
მისი შექმნა შეგიძლიათ 10-ი იანვრის ჩათვლით ღამის 12 საათიდან დილის 06 საათამდე.
რა დაგჭირდებათ:
1. სუფთა ქაღალდი და კონვერტი – სასურველია, ოქროსფერი ან მწვანე,თუ არ გაქვთ ამ ფერებში მაშინ შეგიძლიათ თქვენთ თვითონ შეღებოთ.
2. ოქროსფერი ან ვერცხლისფერი კალამი – სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლო.
3. სანთელი – თეთრი ან მწვანე, რომლითაც პოზიტიურ ენერგიას
გააქტიურებთ.
4. სარიტუალო მცენარეები ან ეთერზეთები:
დარიჩინის ჯოხი (წარმატებისთვის)
დაფნის ფოთოლი (სურვილების ასრულებისთვის)
პიტნა (ენერგიის გაძლიერებისთვის)
5. თქვენი პირადი სიმბოლო ან სიგილი – შეგიძლიათ ხელით დახატოთ, რაც თქვენი სურვილის ენერგიას
გამოხატავს.
როგორ დავხატოთ სიგილი?უნდა დახუჭოთ თვალები გონება რა მონახაზსაც გიჩვენებთ ის უნდა დახატოთ დაფნის ფოთოლზე.
რიტუალის პროცესი:
1. სივრცის გაწმენდა:
რიტუალის დაწყებამდე დაწვით სალბი ან
პალო სანტო, რომ სივრცე უარყოფითი ენერგიისგან
გაწმინდოთ.
წარმოიდგინეთ, რომ სივრცე სინათლით ივსება.
2. სურვილების დაწერა:
დაფნის ფოთლებზე დაწერეთ თქვენი სურვილები
დეტალურად და პოზიტიურ ტონში.
გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, თითქოს ეს უკვე ახდა. (მაგ., „2025 წელს წარმატებული და ბარაქიანი
ცხოვრება მაქვს.“) სურვილები შეზღუდული არ არის.
3. სიგილის შექმნა:
დახატეთ ან შექმენით სიმბოლო (სიგილი), რომელიც თქვენს სურვილებს მოიცავს.
სიგილი კონცენტრაციის და ენერგიის
ქვეცნობიერად გადაცემის ინსტრუმენტია.
ის ცალკე ერთ დაფნის ფოთოლზე უნდა დაიწეროს.
4. სურვილების კონვერტში ჩადება:
ჩადეთ თქვენი დაწერილი სურვილები და
სიგილი კონვერტში.ასევე მოათავსეთ მასში სარიტუალო მცენარეები.
კონვერტს დააწვეთეთ მცირეოდენი ეთერზეთი პიტნის,პაჩულის ან ილანგ ილანგის.
5. კონვერტი დალუქეთ სანთლის ცვილით ,გაითვალისწინეთ რომ ის არ უნდა გახსნათ მთელი წლის მანძილზე,არც თქვენი სურვილები უნდა იყოს სხვისთვის განდობილი,კონვერტის დალუქვის შემდგომ კი აუცილებლად წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული ლოცვა იმდენჯერ რამდენი სურვილიც გაქვთ მოთავსებული შიგნით.
“სალენ ვორინა მალეთიარ,
სოლინა ვეთრანა ოლამინ,
მირა კალეტო სერანადა,
ფინარა დოვინატ რეალინი.”
შინაარსი:
„დაე, სინათლის ნაკადმა წარმატებისა და სიუხვის გზა გამინათოს,
ყველაფერი, რაც გულით ვისურვე, რეალობად იქცეს.
მადლიერებით ვიღებ სამყაროს საჩუქრებს და მივდივარ წინ კეთილდღეობისკენ.“
6. კონვერტი შეინახეთ დაცულ ადგილას,სადაც მას სხვა ადამიანი არ შეეხება.ეს შეიძლება იყოს ხელჩანთაც კი.
7. ენერგიის გაძლიერება:
რიტუალის ბოლოს, ჩააქრეთ სანთელი მადლიერებით.
თითოეული სურვილის გაძლიერებისთვის
შეგიძლიათ რიტუალი გაიმეოროთ სამ თვეში ერთხელ კონვერტის გახსნის გარეშე.
ერთლის წლის შემდგომ უნდა დაწვათ კონვერტი და მასში მოთავსებული მცენარეები,ფერფლი კი მიმოფანტოთ ჰაერში.მოიხადეთ სამყაროს წინაშე მადლობა და დაემშვიდობეთ კეთილგანწყობით.
ეს რიტუალი დაგეხმარებათ, 2025 წლისთვის ენერგეტიკული ველი
გაძლიეროთ და მიზნებისკენ პოზიტიური
ნაკადები გააქტიუროთ.
❤️💚💜უღრმესი მადლობა💜💚❤️
მადლობა,კეთილო და კარგო❣️❣️❣️
უღრმესი მადლობა გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის.🙏❤️ მრავალ ახალწელს დაესწარით სიხარულით , ბედნიერებით, ხვავით და ბარაქით. მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ღირსეულ ხალხს განსაკუთრებით ახალგაზრდობას 🙏❤️✌️✊🎄☃️🌞🌙🌎🎆🎇🇬🇪🇪🇺🇺🇸