სიყვარულისა და ჰარმონიის შუშის ნაკრები
სიყვარულისა და ჰარმონიის
მოზიდვისთვის.
თილისმის დამზადებისას უნდა
გამოიყენოთ მცენარეები, რომლებიც სიყვარულს, ურთიერთგაგებას და სიმშვიდეს
ასახიერებენ 2025 წელს.
მცენარეების ნაკრები:
1. ვარდის ფურცლები – უსასრულო სიყვარულისა და
ჰარმონიისთვის.
2. ჟასმინი – სულიერი კავშირების გაძლიერებისთვის.
3. ლავანდა – სიმშვიდისა და ნდობის მოზიდვისთვის.
4. ვაშლის ნაყოფი ან თესლი – ვნების და ნაყოფიერი ურთიერთობების
სიმბოლო.
5. როზმარინი – გრძნობების განახლებისა და
სიწმინდისთვის.
6. ილანგ-ილანგი – სიყვარულის და სულიერი სიმშვიდის
ენერგიის გასაძლიერებლად.
დამზადების პროცესი:
1. მოათავსეთ ყველა მცენარე შუშის პატარა
ჭურჭელში, რომელშიც ვარდისფერი ან წითელი
დეკორი ან ქვები იქნება.
2. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი წვეთი ვარდის ეთერზეთი ან ვარდის წყალიც.
3. ჭურჭელი დალუქეთ წითელი ან ვარდისფერი სანთლის ცვილით და განათავსეთ საძინებელში ან სახლის იმ ნაწილში, სადაც ჰარმონია გჭირდებათ.
ასევე შეგიძლიათ ატაროთ ჩანთით.
აუცილებელია წინასწარ გაამზადოთ გარემო,უნდა იმყოფებოდეთ მარტო,თქვენი განწყობა არ უნდა იყოს ნეგატიური,ქალბატონებმა არ დაამზადოთ მენსტრუაციული ციკლის დროს.კონკრეტული თილისმას არ უნდა შეეხოს სხვა ადამიანი.
სამუშაო პროცესისას დაანთეთ წითელი ან ვარდისფერი სანთელი.რომელსაც დააწვეთებთ შუშას და დალუქავთ.აუცილებელია თილისმის აქტივაციისთვის ქვემოთ მოცემული ლოცვის წარმოთქმა.
დღეები:სამშაბათი ხუთშაბათი
თილისმა შეგიძლიათ დაამზადოთ 29 იანვრამდე.
ლოცვა სინათლის ენაზე
“ანა კორალა მითრინა ფელი,
სანა ლუმარა ვერატო ლიამი,
მირა დონა ესინარა,
ლამინ ვეტრია ფოლანი.”
შინაარსი:
„სიყვარულის და სინათლის ნაკადმა
შემოაღწიოს ამ ადგილას,
გულები შეერთდნენ ჰარმონიასა და
სიწმინდეში.
დაე, სულიერი კავშირი გაძლიერდეს,
და მშვიდობა გამეფდეს მარად.“
ლოცვა თქვით ჭურჭლის მომზადებისას და დალუქვის დროს. ეს გააძლიერებს თქვენს ენერგეტიკულ
ფონს და მოიზიდავს სასურველ ვიბრაციებს
რეკომდენირებულია ლოცვის სამთვეში ერთხელ თილისმაზე წარმოთქმა.
მადლობა ძვირფასო❤️❤️❤️
მადლობა,💖
მადლობა❣️❣️❣️
მადლობა მადლობა მადლობა 🌞