იამასა და ნიამას ზნეობრივი პრინციპები, პირველი ორი ნაბიჯი ( იოგის პრაქტიკაში) ადამიანის განვითარების გზაზე.
ამ დებულებების დოგმატიკურად გაგება არ უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა ეზოთერული ტექნიკის გამოყენებით, ადამიანი, რომელიც არ იცავს გარკვეულ პრინციპებს, შეიძლება განადგურდეს საკუთარი, მუდმივად მზარდი ძალებით.
იამა ნიშნავს კონტროლს. იამას პრაქტიკით, ჩვენ ვაკონტროლებთ მოქმედებებს სამყაროსთან მიმართებაში. აქ მოცემულია ხუთი შეზღუდვა: 1) აჰიმსა – უარი ვინმეს და რაიმეს მიმართ ძალადობის გამოყენებაზე, მათ შორის საკუთარ თავთან და სამყაროში არსებულ წესრიგთან დაკავშირებით; 2) სატია – უარი ტყუილებზე, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მოტყუებისაგან; 3) ასტეია – უარი ვთქვას იმის ფლობაზე, რაც არ გვეკუთვნის; 4) ბრაჰმაჩარია – თავშეკავება, უარი ვნებებზე, სურვილებსა და სისუსტეებზე. 5) აპარიგრაჰა – საჩუქრებისა და შეღავათების მიღებაზე უარი. სრული თვითკმარობა, სურვილი ყოველთვის დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს.
ნიამა ნიშნავს თვითრეგულირებას. თვითრეგულირების ფლობის გარეშე ვერ მიიღწევა ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობა. ხუთი წესი: 1) შაოჩა – ნიშნავს გონებისა და სხეულის სისუფთავეს. ეს ნიშნავს სიწმინდეს ადამიანის გარშემო სამყაროში, სხეულისა და ტანსაცმლის სისუფთავეს, ასევე ცნობიერების, აზრების , ადამიანის შინაგანი სამყაროს სიწმინდეს; 2) სანტოშა – სიმშვიდით ყველაფრის მიღება. 3) ტაფა – მუდმივობა და მუდმივი ვარჯიში; 4) სვადჰიაია – უნდა წაიკითხო და აითვისო სულიერად მოწინავე ადამიანების მიერ დაწერილი დიდი წიგნების და წმინდა წერილების მნიშვნელობა. სათანადო გააზრების გარეშე ბევრი რამის წაკითხვა არ ნიშნავს სვადჰიას პრინციპის დაცვას. ეს პრინციპი მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ამყარებს კონტაქტს დიდ ხალხთან და შთაგაგონებს, რომ გააგრძელო მცდელობები თვით-აღმოჩენის გზაზე; 5) იშვარა პრანიდჰანა – თავმდაბლობა და სამყაროს ნამდვილი იერარქიული სტრუქტურის მიღება.
ზოგადად, თვითგანვითარების თითოეული ტექნიკისთვის, თითოეული „ეზოთერული“ სკოლისა თუ მეცნიერებისთვის, არსებობს გარკვეული პრინციპები. და თუ გინდა წარმატების მიღწევა, მათ უნდა მიჰყვე.
იამასა და ნიამას წარმოდგენილი მორალური პრინციპები, ერთერთი სრულყოფილი და საუკეთესოა თვითგანვითარების ნებისმიერ გზაზე.
ადამიანებს დაუყოვნებლივ სურთ ყველაფერი და არ ესმით ვერ(ხვდებიან),რომ უნდა ახსოვდეთ წესები,სამყაროს კანონები და დროთა განმავლობაში ისინი დაიწყებენ მათი ფუნქციონირების დანახვას.
Comments