ადამიანებისთვის დიდი ხანია სხვადასხვა მნიშვნელობა მიენიჭა ციფრულ დამთხვევებს და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ციფრთა დამთხვევას საათზე. ყველამ იცის, რომ დაბადების თარიღიდან, თვიდან და წლიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ შეიტყოთ პიროვნების შესახებ,რასაც ნუმეროლოგია ემსახურება.მაგრამ თუ ხშირად ხდება ისე რომ თქვენ ერთი და იგივე ციფრებს ხედავთ ეს ნამდვილად გარკვეული ნიშანია სამყაროსგან.
დღეს ამ სტატიაში გაგაცნობთ თუ რას რას ნიშნავს რიცხვების დამთხვევა საათზე?
12: 21 თითქმის ყველას შეუმჩნევია ეს ციფრი საათზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს მათი მნიშვნელობა, რომელიც დაგეხმარებათ გაშიფროთ ის, რასაც ეს ციფრები გპირდებათ და გაძლევთ მინიშნების სახით. ფაქტია, რომ ასეთი დამთხვევები სხვა არაფერია თუ არა გაფრთხილება უმაღლესი ძალებისგან. მათ თითქმის ყოველთვის აქვთ სათქმელი. განსაკუთრებით ღირს ყურადღება მიაქციოთ ასეთ დამთხვევებს, თუ ისინი ხშირად ხდება თქვენს ცხოვრებაში. ამრიგად, თქვენი მფარველი ანგელოზი ცდილობს თქვენთან ურთიერთობას. სხვადასხვა რიცხვი ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი ინტუიცია და შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები სამყაროდან.
ციფრები დღის პირველ ნახევარში
00:00 – თუ თქვენი აზრები სუფთაა, შეგიძლიათ ასეთ დროს ჩაიფიქროთ სურვილი და ის ნამდვილად შესრულდება.თქვენ არ შეგიძლიათ ჩაუთქვათ ისეთი რამ,რომელიც შეიძლება ზიანის მომტანი იყოს ვინმესთვის, ამ შემთხვევაში ასეთი სურვილები არ სრულდება.
01:01 – მალე გაიგებთ მნიშვნელოვან და თქვენთვის ღირებულ ამბებს მამაკაცისგან.
01:10 – თქვენს მიერ დაწყებული ახალი იდეა,გეგმა ან საქმე არ მოიტანს შედეგს, რომელსაც მოელით.
01:11 – მიიღებთ ხელსაყრელ შემოთავაზებას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც მოგცემთ საშუალებას თქვენი რეალიზება მოახდინოთ.ასეთ დროს უარის თქმა არასასურველია.
02:02 – საინტერესო სივრცესა და გარემოშო მოწვევას მოასწავებს.
02:20 – ამ დღეს თქვენ უნდა აღკვეთოთ თქვენი გაღიზიანება და არ დაუთმოთ დრო ნეგატიურ პროვოკაციებს. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
02:22 – გაიგებთ თუ რა დაგიმალეს.
03:03 – სიყვარული გელით.
03:30 – იმედგაცრუება და უპასუხისმგებლობას იგრძნობთ სხვების მხრიდან..
03:33 – იღბალი და წარმატება. უჩვეულოდ ბედნიერი დღე გელით.
04:04 – თქვენ უნდა გაეცნოთ სიტუაციას, რომელიც გაწუხებთ შინაგანად და შემდეგ შეძლებთ გამოსავალის პოვნას.
04:40 – დღე უიღბლო იქნება.
04:44 – მიიღებთ საყვედურს თქვენი უფროსების, მასწავლებლის ან უფროსი ნათესავებისგან.
05:05 – თქვენს წინააღმდეგ ცუდი საქმეები იწყება. თქვენს მტრებს არ სძინავთ, მზად იყავით იმისთვის,რომ ისინი, სავარაუდოდ, პატიოსნად არ იქცევიან თქვენთან მიმართებაში და ამ ყოველივეს გაიგებთ.
05:50 – უფრთხილდით წყალსა და ცეცხლს. ამ დღეს სჯობს რაც შეიძლება ნაკლებად იყოთ მათთან დაკავშირებული.
05:55 – შეხვედრა სასიამოვნო ადამიანთან ვინც საკმაოდ საინტერსო მიმართულებას მოგცემთ.
06:06 – თუ მარტოხელა ხართ, ძალიან მალე მოგიწევთ თქვენს მომავალ სიყვარულთან შეხვედრა.თუ დაქორწინებული ხართ, ეს დღე ძალიან გამართლებული და იღბლიანია საქმიანი ურთიერთობებისთვის.
07:07 – საფრთხე ემუქრება ადამიანს რომელიც შესაძლოა იყოს სამხედრო ან კონკრეტული ინსტიტუციის თანამშრომელი.
08:08 კარგი დღეა კარიერისთვის, წარმატება გელით.
09:09 – ფრთხილად იყავით, შეიძლება ქურდობის მსხვეპრლი გახდეთ ან რამე დაკარგოთ. თვალყური ადევნეთ თქვენს ნივთებს ან იმ დღეს არაფერი წაიღოთ თან ღირებული.
10:01 – ძალიან გავლენიან პიროვნებასთან შეხვედრა.
10:10 – შეცვლა არსებული სიტუაციის და მზადება ტრანსფორმაციისთვის.
11:11 – უნდა იფიქროთ ადამიანის შესაძლო დამოკიდებულებაზე ან მავნე ჩვევებზე. სამყარო გაფრთხილებთ, რომ ეს შეიძლება დაგემართოთ უახლოეს მომავალში.
საათზე ციფრების მნიშვნელობა დღის მეორე ნახევარში
12:12 – ეს დღე პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევას გპირდებათ.
12:21 – საინტერესო ნაცნობობა და ასევე საპირისპირო სქესის ადამიანთან შეხვედრა გელოდებათ.
13:13 – ფრთხილად იყავით მტრებისგან.
13:31 – სურვილის ასასრულებლად ძალიან კარგი დროა .
14:14 – წარმატებები გელით სასიყვარულო ურთიერთობაში თუ გაურკვევლობების ქვეშ იმყოფებით
14:41 – ცუდ ამბავს მოასწავებს.
15:15 – მიიღებთ ძვირფას რჩევას რთულ სიტუაციაში.
15:51 – შეგიძლიათ იმედი იქონიოთ მიმდინარე რომანზე, მაგრამ ის ხანმოკლე აღმოჩნდება.
16:16 – ფრთხილად იყავით გზებზე და ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებში.
17:17 – ძლიერი შიშის განცდაზე გაფრთხილებთ.რომელიც შეიძლება ღამის საათებში თავს გადაგხდეთ.
18:18 – თქვენ საჭესთან ან შორ გზაზე წასვლის შემთხვევაში საშიშროებაზე მიუთითებს.. Ფრთხილად იყავით.
19:19 – წარმატება გელოდებათ ყველა იმ საქმეში, რისთვისაც ძალას არ იშურებთ.
20:02 – ფრთხილად იყავით ოჯახური ჩხუბისგან. მთელი საღამოს და მეორე დღის განმავლობაში უმჯობესია იყოთ მოთმინებაში და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
20:20 – შესაძლოა სკანდალური ინფორმაციის გაგებას ჰქონდეს ადგილი.
21:12 – რაღაც ახლის დასაწყისის მაუწყებელია.ეს შეიძლება იყოს ორსულობა,ან შეცვალოთ თქვენი პროფესია და მთლიანად ჩაერთოთ ახალ პროექტში.
21:21 – მგზნებარე რომანი ან მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენის ხელსაყრელი პერიოდი.
22:22 – გელოდებათ ახალი ნაცნობობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
23:23 – საშიში კავშირი.
23:32 – ჯანმრთელობის პრობლემებზე მიგანიშნებთ.ყურადღებით იყავით და ამ დღეს დასვენება მნიშვნელოვანია.
უნდა აღინიშნოს, რომ საათზე დაწყვილებულ რიცხვებს მხოლოდ გარკვეული მნიშვნელობა აქვთ,მხოლოდ მაშინ როდესაც მათ შემთხვევით შეამჩნევთ.შეგნებულად ლოდინი და კონკრეტული დროის განსაზღვრას არა აქვს არცერთი სახის ეფექტი.
ნუმეროლოგიური რუკის შედგენისა და თქვენი დაბადების წლის,თვისა და დღის რიცხვების მეშვეობით საინტერესო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ საიტის საშუალებით და ასევე ფეისბუქ მისამართზე:
Commenti